LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიტ ლეჯერის 19 წლის ქალიშვილი მატილდა, მამას საოცრად ჰგავს

170
ჰიტ ლეჯერის 19 წლის ქალიშვილი მატილდა, მამას საოცრად ჰგავს

გარდაცვლილი მსახიობის, ჰიტ ლეჯერის ერთადერთი ქალიშვილი, ექვსი თვის შემდეგ პირველად შენიშნეს ნიუ-იორკის ქუჩებში. 19 წლის მატილდა ლეჯერი პაპარაცებმა 44 წლის დედასთან, მიშელ უილიამსთან ერთად დააფიქსირეს.

მატილდა, რომელიც არასაჯარო ცხოვრებას ეწევა, საზოგადოებაში თეთრი მაისურით, შარვლითა და „ადიდასის“ სპორტული ფეხსაცმელით გამოჩნდა, მიშელს კი ყვითელი კაბა და ყავისფერი სანდლები ეცვა. დედა-შვილი ბრუკლინში სეირნობდნენ, საუბრობდნენ და ხელჩაკიდებულები იყვნენ. გოგონა საოცრად ჰგავს მამას.

მატილდა ლეჯერი 2005 წელს დაიბადა. ჰით ლეჯერი და მიშელ უილიამსი სამი წელი იყვნენ ერთად და 2007 წელს დაშორდნენ. სიცოცხლის ბოლო თვეებში ჰით ლეჯერი სუპერმოდელ ჯემა უორდს ხვდებოდა. 2008 წლის დასაწყისში მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს მანჰეტენზე მდებარე საკუთარ ბინაში. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ნარკოტიკების დოზის გადაჭარბება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები