LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალია ჯიბლაძე პირველი სტუდიური ჩანაწერით

14

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” ამალია ჯიბლაძე ესტუმრა. ის პროექტ ”ნიჭიერში” რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” რჩეული გახდა.

 

-როგორია თქვენი განწყობა და როგორ ემზადებით ახალი წლისთვის?

-ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, დღევანდელ დღეს მთელი გულით ველოდებოდი. მინდა, რომ მეგობრებთან ერთად შევხვდე, ჩემს გვერდით იქნება ჩემი შვილიც, ამას არაფერი სჯობს, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ხვდები ახალ წელს. რუსთავში საახალწლო კონცერტი გაიმართება, იქნება ასევე კორპორატიული ღონისძიებები.

-რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ ახალ წელთან დაკავშირებით?

-ყოველთვის ვმღერი ხოლმე და ასე ვულოცავ მსმენელს.

-თქვენს შვილთან ერთად ხართ, მღერის?

-ძალიან კარგი მონაცემები აქვს, მღერის და თავის გზას თავად აირჩევს.

-როგორი იყო თქვენთვის განვლილი წელი და რა გეგმები გაქვთ მომავალი წლისთვის?

-იყო ბევრი დადებითი და უარყოფითი, შევიძინე ბევრი მეგობარი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გვერდით დამიდგნენ. მინდა, რომ გავაგრძელო აქტიურობა.

-ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

-ეს ჩემი შესრულებით ჩემი პირველი სტუდიური ჩანაწერია. ციური მჭედლიძეს ეკუთვნის სიმღერის იდეა. ”უმიზეზოდ გამირბიხარ”, ასე ჰქვია მას. პეტრე გრუზუნსკია ტექსტის ავტორი. სიმღერა კი გოგი ცაბაძეს ეკუთვნის. ჩაიწერა ”ფორტუნა რეკოდსში” გიორგი დათიაშვილთან. დიდი მადლობა მინდა ”არ დაიდარდოსა” და გიორგი მშვენიერაძეს გადავუხადო. დღეს მეც პირველად მოვისმენ თქვენთან ერთად დასრულებულ ვარიანტს.

ამალია ჯიბლაძე – უმიზეზოდ გამირბიხარ 

AudioAMALIA JIBLADZE – UMIZEZOT GAMIRBIXAR

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRADIO DUETI – AMALIA JIBLADZE

ამალია ჯიბლაძე – ლექსი “საახალწლო”

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები