LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის გარდა ცხოვრებაში არც არაფერი გამაჩნია და არც შემიძლია. სულ ვმღერი. 7 საკრავზე ვუკრავ…” – ვინ არის ბიჭი, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილს ადარებენ და სოცქსელები დაიპყრო

5792
8a541f32-2b88-4180-8054-ce1273932ba6

17 წლის ნიკა კუბ­ლაშ­ვი­ლი აპი­რებს, რომ სიმღერას სე­რი­ო­ზუ­ლად გაჰ­ყვეს. მას მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. გა­სულ კვი­რას მისი ნამ­ღე­რის ვი­დე­ო­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მთლი­ა­ნად მო­იც­ვა. ambebi.ge მასთან ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს.

– შენი ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. რას გა­ნიც­დი ამ დროს?

– ცოტა ისე­თი ვარ, ვერ გა­მო­ხა­ტავ ემო­ცი­ებს, გუ­ლის სიღ­რმე­ში კი ძა­ლი­ან მი­ხა­რია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მაკ­ლდა, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ მო­მე­მა­ტა.

– მოგ­ვი­ყე­ვი შენ­ზე…

– და­ვი­ბა­დე რუს­თავ­ში, სამი წელი იქ ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ სო­ფელ­ში წა­მოს­ვლა მოგ­ვი­წია, ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აფენ­ში და აქ გად­მო­ვე­დით. იმის მერე აქეთ ვართ. სკო­ლა­შიც აქ ვსწავ­ლობ. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ვარ.

– პირ­ვე­ლად რო­დის გა­მოვ­ლინ­და შენ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი?

– სა­დღაც 4 წლი­დან ვმღე­რი. მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბი, არც „იუ­თუ­ბი“ ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი… „ბას­ტი-ბუ­ბუს“ სიმ­ღე­რე­ბი­დან მაქვს მუ­სი­კის მოს­მე­ნა და­წყე­ბუ­ლი. ამ სტუ­დი­ის ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ­დი. მერე მშობ­ლებ­მა რომ შე­მა­ტყვეს, რომ მუ­სი­კის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ვი­ჩენ­დი და მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და, გა­და­წყვი­ტეს აფენ­ში საკ­რავ­ზე სას­წავ­ლებ­ლად შე­ვეყ­ვა­ნეთ. ეს იმ დრო­ის­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლი იყო. ად­გი­ლობ­რივ პე­და­გოგ­თან დავ­დი­ო­დი და ფან­დურ­ზე დაკ­ვრას ვსწავ­ლობ­დი.

არა­ვის ვბა­ძავ. ფოლკ­ლორში არ­სე­ბობს 2 სა­ხის ნამ­ღე­რი – ერთი ღია ბგე­რით და მერე – და­ხუ­რუ­ლი ბგე­რით, კრი­ნით. წინა თა­ო­ბა უმე­ტე­სად და­ხუ­რუ­ლი ბგე­რით მღე­რო­და, ახ­ლაც მღე­რი­ან ასე, რად­გან უნ­დათ, რომ მე­ტად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნამ­ღე­რი გა­მო­უ­ვი­დეთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად კი გაშ­ლი­ლი ბგე­რით მღე­რაა უფრო აქ­ტი­უ­რად მი­ღე­ბუ­ლი. და­ხუ­რულ ბგე­რა და აკუს­ტი­კა ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ისეთ ნამ­ღერს ქმნის, რაც მო­ის­მი­ნეთ. ვი­ღა­ცებს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ ჰამ­ლეტს ვბა­ძავ. ისიც ასე მღე­რო­და და ამი­ტომ უჩ­ნდე­ბათ ადა­მი­ა­ნებს ეჭვი, რომ ვბა­ძავ.

სიმ­ღე­რის გარ­და ცხოვ­რე­ბა­ში არც არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია და არც შე­მიძ­ლია. სიმ­ღე­რით ვცხოვ­რობ, სულ ვმღე­რი. გა­უ­ჩე­რებ­ლად შე­მიძ­ლია ვიმ­ღე­რო. სახ­ლში მაქვს მო­წყო­ბი­ლი კუ­თხე, სა­დაც არა­ერ­თი ინ­სტრუ­მენ­ტი მაქვს, – პი­ა­ნი­ნო, გი­ტა­რა, ფან­დუ­რი, სა­ლა­მუ­რი, გარ­მო­ნი და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი… 7 საკ­რავ­ზე ვუკ­რავ. ამ ყვე­ლა­ფერს ბას­გი­ტა­რაც მინ­და, შევ­მა­ტო და სა­ერ­თოდ მო­მა­ვალ­ში ჩემი სტუ­დი­ის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, რომ სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო. ამის­თვის ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტს კარ­გად უნდა ვფლობ­დე და მი­ტო­მაც მაქვს სახ­ლში ისი­ნი…

ინტერვიუ ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g