12-14 სექტემბერს, დედაენის ბაღში, საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ლუდის გზა“ ფარგლებში, შემოდგომის ლუდის ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდებათ:
- 100-ზე მეტი ქართული ლუდის ნაირსახეობა – ტრადიციული და თანამედროვე მწარმოებლები
- მუსიკალური წარმოდგენები
- გასართობი აქტივობები და თამაშები – ყველასთვის
- კვების ზონა – მრავალფეროვანი და გემრიელი კერძები
- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
შემოდგომის ლუდის ფესტივალი 12 სექტემბერს 16:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.
