აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული ნატა ხვედელიძე სწავლას სრული დაფინანსებით, Erasmus Mundus ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე I-MESC (Interdisciplinarity in Materials for Energy Storage and Conversion) აგრძელებს.
ნატა ხვედელიძის წარმატების შესახებ ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტი ავრცელებს და წერს, რომ სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმი მოიცავს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა: Université Toulouse III Paul Sabatier (საფრანგეთი), Universidad del Pais Vasco – Euskal Herriko Unibertsitatea (ესპანეთი), Univerza v Ljubljani (სლოვენია), Warsaw University of Technology (პოლონეთი), Drexel University (აშშ) და Deakin University (ავსტრალია).
„პროგრამის ფარგლებში, ნატა ყოველ სემესტრში სხვადასხვა ქვეყანაში ისწავლის.
პროგრამა ინტერდისციპლინურია ელექტროქიმიური ენერგიის შენახვასა და გარდაქმნის შესახებ და ძირითადი აქცენტი კეთდება ბატარეებზე, სუპერკონდენსატორებსა და საწვავის უჯრედებზე. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართვას როგორც კვლევით, ასევე ინდუსტრიულ საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ცენტრებსა და კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებთან“, – აღნიშნულია აგრარული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული ნატა ხვედელიძე სწავლას აგრძელებს, სრული დაფინანსებით, Erasmus Mundus ერთობლივ…
Posted by აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University on ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025