ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი თავის სიყვარულის აუცილებლობაზე წერს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„…როცა ყველგან ქაოსია, საიდან უნდა დაიწყოთ და საკუთარი თავიდან!
საკუთარ თავზე ზრუნვას და საკუთარი თავის სიყვარულს, საოცრებების მოხდენა შეუძლია…
ვინც ფიქრობთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმია, ვწუხვარ, მაგრამ სიყვარულის არსი არა სწორად გაგიგიათ ( წლების წინ მეც ასე მესმოდა).
სანამ გგონია, რომ რადგან სხეული, სული და გონისგან შედგები, შეგიძლია გაკადნიერდე და ამოირჩიო რომელი მეტად გიყვარდეს, და რომელს არ უგდო ყური, ეს ხდება ფიზიკური დაავადებების და ურთულესი ფსიქოლოგიური მდგომარეობების სათავე.
სიყვარული ღმერთია!
ღმერთი არ შეიძლება იყოს უადგილო,
ღმერთი არ შეიძლება იყოს ზედმეტი.
ყველა დაავადების წამალი – სიყვარულია და თუ არ შველის ესეიგი უნდა გაზარდოთ დოზა![]()
![]()
![]()
ასე რომ დღისით და ღამით, მიზეზით თუ უმიზეზოთ, სიყვარულს გაუმარჯოს!
