LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სულისშემძვრელი ისტორიაა – ოჯახი თანახმა იყო, აპარატი გავთიშეთ, გული მზად იყო გადასანერგად“ – ქართველი ექიმი 19 წლის ბიჭზე, რომლის ორგანოებიც ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს

1765
მარიამ წულაია

ქართველი ექიმი, მარიამ წულაია, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებს ვიდეო, რომელშიც ჰყვება 19 წლის ბიჭზე, რომლის ორგანოებიც ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს.

როგორც მარიამ წულაია აღნიშნავს, ეს იყო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია.

„ღამის 11 საათია, 19 წლის ბიჭი უნდა მოიყვანონ ორგანოების დონაციაზე, ამ ოპერაციისთვის დილიდან ვემზადები, ალბათ, ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რაზეც აქამდე შევსულვარ. თვითონ ისტორიაც მართლაც სულისშემძვრელია…“ – აღნიშნავს ოპერაციის დაწყებამდე ჩაწერილ ვიდეოში ექიმი.

ოპერაციის შემდგომ კი მარიამ წულაია იხსენებს:

„პაციენტი იყო 19 წლის ბიჭი, რომელსაც ძალიან მძიმე ფორმის ასთმა ჰქონდა. ბოლო პერიოდში, ასთმის შეტევის გამო ძალიან ხშირად იყო ჰოსპიტალიზირებული, ბოლო პერიოდში, წელიწადში ერთხელ მაინც უწევდათ მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ბოლო შეტევის დროს, აღმოჩნდა ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი იყო, თან არ ჰქონდა ინჰალაცია, იმდენად არ გაუმართლა, ისეთ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სანამ სასწრაფო მივიდოდა, იქაც დრო დაიხარჯა.

სასწრაფომ ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარა, სასწრაფოს მანქანაში გული გაუჩერდა, შემდეგ გული აუმუშავეს და კლინიკაში მოიყვანეს.

რეანიმაციული ბრიგადა მზად დახვდათ, კიდევ ერთხელ გაუჩერდა გული, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ ტვინი უკვე მკვდარი იყო.

მაინტერესებდა, როგორ დასთანხმდა ოჯახი, რომ ტრანსპლანტაციისთვის ამ ბიჭის ორგანოები აეღოთ.

პირმა, რომელიც ტრანსპლანტაციის ამბებს კურირებს, მომიყვა: „როდესაც ოჯახს ვაცნობეთ, რომ ტვინი მკვდარია და მის ორგანიზმს მხოლოდ ხელოვნურად ვაცოცხლებთ, ჩვენ გაგვიჭირდა გვეკითხა, თუ იქნებოდნენ თანახმა მისი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოსაყენებლადო. თავად ოჯახი მოვიდა და გვკითხა, რა ბედი ეწევა მის ორგანოებსო.

ოჯახმა მისცა თანხმობა, რომ მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის გამოეყენებინათ. მათ იკითხეს, თუ არის ჯარისკაცი, ვისაც სჭირდება რომელიმე ორგანო…

გადასანერგად ფილტვის გარდა თითქმის ყველა ორგანო აიღეს. ოჯახს არანაირი თანხა არ აუღია, ამხელა სიკეთე სრულიად უსასყიდლოდ გააკეთეს“, – ჰყვება ექიმი.

@mariamitsulaiamd ასეთი ისტორიები მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს 🥹🫂#CapCut #fyp #fyppppppppppppppppppppppp #fypagee #ფორიუ ♬ original sound – mariamitsulaiamd
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g