იტალიური და მსოფლიო კინემატოგრაფის ცნობილი კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. კინორეჟისორი სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.
ბოლო წლები მან სავარძელში გაატარა, გადატანილი ოპერაციები კი უშედეგო აღმოჩნდა.
ბერნარდო ბერტოლუჩი „ოსკარის“ მფლობელია ფილმისათვის „უკანასკნელი იმპერატორი“.
ის ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორია, როგორიც არის „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცე საუკუნე“.