LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მდგომარეობა უმძიმესია, სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით“ – ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

280
ლაშა იაშვილი

„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით“, – განუცხადა „ფორმულას“ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა იაშვილმა ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

„დიაგნოზი ძალიან საშიშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია“ – ექიმი გუგა ქაშიბაძე ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის თითქმის 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ახალგაზრდა ქალი მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს.

„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმოინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, – განუცხადა ლაშა იაშვილმა „ფორმულას“.

შეგახსენებთ, და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და – ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა და­ნით ჭრი­ლო­ბა მიაყენა, სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა, შემდეგ კი აა­ლე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ქალს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობენ.

დააკავეს პირი, რომელმაც ყოფილ ცოლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მისი დაწვა სცადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g