მომღერალ ბარბარა სამხარაძის ოჯახში რთველის სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მომღერალი დედასთან და მამასთან ერთად მთელი დღე მუშაობს.
რთველის ამსახველი ვლოგი ბარბარამ სოციალურ ქსელში გააზიარა.
„მთელი წლის მანძილზე ემზადებიან ამ სეზონისთვის, სამხარაძეებშიც რთველია. რთველის დილა ძალიან ადრე იწყება. წლევანდელ მოსავალს რაოდენობით არ ვემდურით, თუმცა ხარისხით დიდად არ გამოირჩევა. საღამოს ტრადიციულად, ცეცხლი დაინთო, სამწვადეც გამზადდა და უკვე ხვდებით, რა დაიწყო“, – აღნიშნავს ბარბარა სამხარაძე.
