LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 163 ათასამდე ტონა ყურძენი

269
რთველი 2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რთველი 2025-ის ფარგლებში, 30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 163 ათასამდე ტონა ყურძენი.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 78 ათასამდე ტონა რქაწითელი, 74 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 550-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან; აქედან 330 რთველში სხვადასხვა ეტაპზე უკვ იყო ჩართული.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g