გადაცემას ”რადიო დუეტი” დათო გომართელი ესტუმრა.
როგორია თქვენი წინასაახალწლო განწყობა და როგორი იყო 2016 წელი?
წარმატებული იყო შემოქმედებითი თვალსაზრისით რადგან გამოვიდა ჩემი ორ დისკიანი ალბომი, ერთში ქართული სიმღერები შევიდა, მეორეში კი უცხოური. ჩაიწერა რამდენიმე ახალი სიმღერაც, ”შვიდკაცასთან” ერთად სულ მალე კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაიწერება. 2 იანვარს ტრადიციულად მეექვსე წელია ვაკეთებთ ერთობლივ საღამოს. რესტორან ”ოტიუმში” იქნება ჩვენი კონცერტი. შარშანაც და შარშანწინაც კონცერტები დავამატეთ, იმიტომ რომ ყველა ვერ ახერხებს დასწრებას. ვმუშაობ კიდევ ერთ სიმღერაზე, იქნება ქართული რიმეიქი, დიდი ხნის წინ ვმღეროდი ხოლმე.
თუ გაქვთ რაიმე ტრადიცია საახალწლოდ?
რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, უბრალოდ ძალიან მიყვარს ახალი წელი. სახლში ვხდები ხოლმე ყოველთვის. სამთავრობო კონცერტში არსად არ ვმონაწილეობ, არავინ მიმიპატიჟა. ახალი წლის ღამეს სასტუმრო ”რედისონის” საზეიმო დარბაზში ვიმღერებ.
ცეცხლოვანი მაიმუნის წელი მოდის, როგორი დამოკიდებულება გაქვს აღმოსავლური კალენდრის მიმართ?
მერწყულებისთვის ძალიან კარგი წელიწადიაო, ასე თქვა მიხეილ ცაგარელმა. სიმართლე გითხრა, ყოველ წელს ასე ამბობენ… ბედობაზე მეგობრები ყოველთვის ერთად ვიკრიბებით ხოლმე, ბედობის ნამდვილად მჯერა. მართალია ჩვენს საღამოს თავისი ფორმატი აქვს, თუმცა არის ძალიან ბევრი იმპროვიზაცია და ბევრი ხალისი.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
დამირეკა ბაკურ ბაკურაძემ და მითხრა, რომ სიმღერა ჰქონდათ მას და ნატო გელაშვილს ჩემთვის. შემდეგ მივედი, მოვისმინე და ძალიან მომეწონა. ”დალიე” – ასე ქვია სიმღერას, თუმცა, ცოტა ფილოსოფიურად რომ მიუდგე, ეს სიტყვა მხატვრულად არის გამოყენებული და იგულისხმება ის, რომ იცხოვრე როგორც გინდა, აკეთე რაც გინდა, ოღონდ ნუ შეაწუხებ შენი საქციელით ნურავის. მართალია ვიცი, ვის ეძღვნება, მაგრამ ეს ნატო გელაშვილმა თავად უნდა თქვას. არანჟირების ავტორი არის ირაკლი მენთეშაშვილი, ჩაიწერა არტ პალასში. ექსკლუზივი ეკუთვნის ”არ დაიდარდოს”.
დათო გომართელი – დალიე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები