LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენმ“-ის თავმჯდომარის მოადგილეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

221
Untitled design

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, იგორ ნარმანია აქტივისტებთან ერთად მეტეხის ხიდზე 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა.

„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g