„ამაზე კარგს და სამახსოვროს, ვერაფერს გავაკეთებდით შენთვის მეგიკუნა.. ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ გიკავშირდება, თუ რა გავაკეთო კარგი შენთვის და რით გასიამოვნო იქ, სადაც ხარ…“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში გონიოში ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი წერს და ემოციურ კადრებს გვიზიარებს.
ვიდეო: „ჩემი გულიც თან წაიღე მეგი, აღარ გამაჩნია არანაირი ემოცია და არანაირი სიხარული…სიზმარში მაინც მოდი, გაუხარე ჩვენს დედიკუნას გული“ – გონიოში ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და ემოციურ კადრებს და პოსტს გვიზიარებს
14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა. მეგის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს და ტექსტს გვიზიარებს. „მე უშენობით, ვარ უბედური.. წყალში ვდგევარ და ვიწვი..”ეს სიტყვები ზუსტად გადმოცემს ჩემს მდგომარეობას, რომელიც ახლა უფრო და უფრო მძიმდება…სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს ფიქრებში მხოლოდ […]
„ამაზე კარგს და სამახსოვროს, ვერაფერს გავაკეთებდით შენთვის მეგიკუნა.. ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ გიკავშირდება, თუ რა გავაკეთო კარგი შენთვის და რით გასიამოვნო იქ, სადაც ხარ.. ბოდიში, რომ ახლა ასე და ამ ფორმით მიწევს ამ ყველაფრის გაკეთება შენთვის… რა დროც არ უნდა გავიდეს, უფრო მძიმდება შენი არ ყოფნა, საკუთარ თავს დღემდე ვაჯერებ რომ სადღაც ხარ წასული და ადრე თუ გვიან, ძალიან მაგრად ჩაგეხუტები.
შენთვის შეუძლებელსაც კი შევძლებ და გავაკეთებ.
შენთან ყოფნა უსასრულოდ შემიძლია, სიმშვიდისთვის. შენთან საუბარი, ბევრი საუბარი და უსასრულო ფიქრი, კითხვები რომლის პასუხებიც ვიცი, მხოლოდ შენ გექნებოდა ისეთი, რომელიც შვებას მაგრძნობინებდა.. 💔 შენს გარეშე ვერ ვისწავლი ცხოვრებას, რადგან ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება, მხოლოდ შენ გიკავშირდება, ჩემი სამყაროს ნახევარი შენთან ერთად წავიდა. აღარ ვარ ისეთი როგორც შენთან ერთად, ყველაფრის წინაშე უძლური მაქვს…
ვეცადე ჩვენი ერთად ყოფნის, საუკეთესო მოგონებების ერთად შეგროვება, ეს ძალიან ცოტაა.. მაგრამ ვინც არ გიცნობდა, ამ კადრებით შეძლებს შენს გაცნობას, თუ რამდენად საუკეთესო იყავი, ხარ და იქნები! დიდი დანაკარგი ხარ ჩვენი ოჯახის… დიდი მონატრებით და დიდი სიყვარულით, მუდამ შენზე ფიქრში..💔 მერი მადლობა შენ“, – წერს ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში.