თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან სცენას ამონტაჟებენ. გარდა ამისა, ადგილზე საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება.
როგორც ცნობილია, დღეს, რუსთაველის გამზირზე, 16:00 საათზე საპროტესტო აქცია არის დაანონსებული.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრებაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. ისინი ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასაც“ აანონსებენ.