LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები 

111
არჩევნების წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გახდა, მან ხმების 91.933% (30 962 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქის მერი, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, დავით ერემეიშვილი იქნება. მან ხმების 85.649% (37 635 ხმა) მიიღო.

ბათუმში მერის არჩევნებში, მოქალაქეთა ხმების 80.616% (42 815 ხმა) გიორგი ცინცაძემ მიიღო.

ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს. მან, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმების 100% (14 431 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მერის არჩევნებში 71.58%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა და მან 213 872 ხმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g