LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ახ ტურფავ, ტურფავ”-ს კიდევ ერთი ვერსია

91

Ardaidardo.Ge

გადაცემას  ”რადიო დუეტი” მაკა სირბილაძე ესტუმრა.


მოგვიყევი შენს შესახებ, მონაწილეობდი ”ჯეოსტარში”…

მინდა ჩემი ქალაქი, გორი მოვიკითხო, რაც შეეხება ”ჯეოსტარს”, 2009 წელს მივიღე მონაწილეობა, ბევრი რამ შემძინა, პირველ რიგში მეგობრები. პროექტის შემდეგ დავოჯახდი და ცოტათი უკანა პლანზე გადავიდა მუსიკალური სფერო. დღეს ძალიან აქტიური ვარ, მინდა საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. ისევე როგორც ყველა მომღერალი, მეც რესტორანში ვმღერი. რომ არა ჩემი მეუღლე, ვერ განვახორციელებდი ჩემს გეგმებს. მიიჩნევს, რომ მაქვს პოტენციალი ცხოვრებაში წინ წავიდე. მინდა, ემიგრანტები მოვიკითხო, მათ შორის დედაჩემი და ჩემი მეუღლის დედა.


სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ვიდეორგოლის გადაღებას ვგეგმავ, უკვე მიდის ამ საკითხზე მუშაობა.


ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…

ძალიან ბევრი შემსრულებელი ჰყავს ამ სიმღერას, საუბარია სიმღერაზე ”ახ ტურფავ, ტურფავ”, მუსიკა და ტექსტი ეკუთვნით მარეხ და იოსებ გოძიაშვილებს. იდეა ეკუთვნის იმ რესტორნის მფლობელს, სადაც ვმუშაობ, სწორედ სოსო ოქროპირიძის დამსახურებით ჩაიწერა სიმღერა. დამზადდა ცირა ბზიშვილთან, ძალიან მოკლე დროში გაკეთდა, არანჟირებაც ცირას ეკუთვნის და ჩვენებური ვერსიის ავტორიც ცირა ბზიშვილია. დუდუკი ლევან კურტანიძემ ჩაწერა, ოთო ბერიძეს პერკუსიის პარტია ეკუთვნის, ხოლო გიტარის პარტიას ხვიჩა მაღლაკელიძე ასრულებს და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ვგეგმავ, კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერას, თუმცა ჯერ ვნახავ როგორ მიიღებს ”ახ ტურფავ, ტურფავ”-ს მსმენელი. დიდი იმედი მაქვს მსმენელს ძალიან მოეწონა. მადლობა ”არ დაიდარდოსა” და გიორგი მშვენიერაძეს, რომ მომეცით საშუალება ჩემი პროდუქტი საზოგადოებისთვის წარმედგინა.

მაკა სირბილაძე – ახ ტურფავ

AudioMaka Sirbiladze – Turfa


გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiomakasirbiladze

მაკა სიბრილაძე – მთვარეო. Live

ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები