LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ საზღვრის კვეთის ახალი სისტემა შემოიღო: რას ნიშნავს და რა უნდა ვიცოდეთ

109
ees-europe-etias-schengen-visa-e

ავტომატიზირებული სისტემა მოითხოვს, რომ ყველა მოგზაური საზღვარზე დარეგისტრირდეს პასპორტის სკანირებით, თითის ანაბეჭდების აღებით და ფოტოს გადაღებით. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის დანერგვა ახლა დაიწყო, პროცესი დაახლოებით ექვს თვეს გაგრძელდება (ექვსთვიანიპერიოდი წევრ სახელმწიფოებს, მოგზაურებსა და ბიზნესებს აძლევს დროს, შეუფერხებლად მოერგონ ახალ პროცედურებს) და მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს.

პროგრამის მიზანია ვიზების დამრღვევთა იდენტიფიცირება და არალეგალური მიგრაციისა და პირადობის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა. მისი ამოქმედება მოჰყვა მზარდ პოლიტიკურ ზეწოლას ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, რათა მიგრაციასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავონ.

საზღვრის გადამკვეთი ყველა მესამე ქვეყნის მოქალაქე დაექვემდებარება პირადობის შემოწმებას, უსაფრთხოების შემოწმებას და ევროკავშირის მონაცემთა ბაზებში რეგისტრაციას.

ამ სქემის განხორციელება ნიშნავს, რომ ამიერიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შენგენის ზონაში პირველი შესვლისას მოეთხოვებათ ბიომეტრიული მონაცემების რეგისტრაცია.

სისტემა მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ირლანდიისა და კვიპროსის გარდა, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს. შემდგომ მოგზაურობებში მხოლოდ ბიომეტრიული იდენტიფიკაცია იქნება საჭირო.

EES სრულად ამოქმედდება 2026 წლის 10 აპრილს, როდესაც ტრადიციული პასპორტის შტამპები მთლიანად შეიცვლება ელექტრონული ჩანაწერებით.

იხილეთ ვრცლად:

ევროკავშირის ელექტრონული შესვლა-გასვლის სისტემა (EES – Entry/Exit System) არის ახალი საზღვრის კონტროლის სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უფრო სწრაფად და ზუსტად აღრიცხოს, ვინ, როდის და რამდენ ხანს შედის ან ტოვებს შენგენის ზონას.

ვის ეხება:

• მხოლოდ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ანუ მათ, ვისაც არ აქვთ ევროკავშირის ან შენგენის ზონის პასპორტი (ანუ საქართველოსაც).

რას აკეთებს სისტემა:

• საზღვარზე ჩასვლისას და გასვლისას ბიომეტრიულ მონაცემებს (სახის ფოტო და თითის ანაბეჭდები) აღრიცხავს;
• ინახავს ინფორმაციას შესვლისა და გასვლის თარიღზე, ადგილას და ყოფნის ხანგრძლივობაზე;
• ავტომატურად ითვლის, რამდენი დღე დარჩა ტურისტული 90-დღიანი ნებართვიდან (90/180 წესის მიხედვით).

რა უნდა იცოდე შენ როგორც საქართველოს მოქალაქემ:

• როცა შენგენის ზონაში ჩადიხარ ვიზით ან უვიზოდ, საზღვარზე აღარ დაგირტყამენ ბეჭედს პასპორტში – ამის ნაცვლად სისტემა მონაცემებს ავტომატურად შეიყვანს EES-ში;

• თუ დაგრჩება ზუსტად 90 დღე 180 დღიდან, სისტემა ამას ავტომატურად დაინახავს და ზედმეტი ყოფნის შემთხვევაში გაფრთხილებას ან სანქციას დააწესებს.

ფოტო: visasnews
reachimmigration

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g