დღეიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველოში „პოლონური დღეები“ აღინიშნება.
„პოლონური დღეები“ წარმოადგენს ყოველწლიურ, მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის მთავარი მიზანი პოლონური პროდუქტების, როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქტების პოპულარიზაციაა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული პოლონური პროდუქტები პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ქსელებსა და ობიექტებში თვალსაჩინოდ იქნება მონიშნული „პოლონური დღეების“ ლოგოთი.
პარტნიორი კომპანიები ორგანიზებას გაუწევენ სპეციალურ აქტივობებსაც, კერძოდ, დეგუსტაციას, ფასდაკლებებს თუ სპეციალურ გათამაშებებს.
წლევანდელ კამპანიაში, საქართველოს მასშტაბით, 1000-მდე სავაჭრო ობიექტი მონაწილეობს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რითეილ ასოციაცია.