6 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ტრაგედია მოხდა, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც დაღუპული პატარების დედა ამბობს, რომ მიიღო მეუღლესთან განქორწინების გადაწყვეტილება.
ამასთან, ქრისტინე ამბობს, რომ თანხა, რომელიც მათ ანგარიშზეა ჩარიცხული, სურს გადასცეს ისეთ პიროვნებას, ვისაც სურს ჰყავდეს შვილი და ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
„ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ანგელოზების მერე პატარა უნდა მყოლოდა. მაგრამ ჩემს შვილებს ვერცერთი შვილი ვერ შემიცვლის. მე ისეთი ტკივილი მაქვს გულში, რომ ახალდაბადებულ ბავშვს ვერ ვაგრძნობინებ ამ ტკივილს. არ მინდა ახალდაბადებული ბავშვი დავტანჯო. რაც შეეხება თანხას, რომელიც არის, მინდა, ჩემი პატარების სახელზე, პატარა ანგელოზი დაიბადოს და გადავცე სხვა მშობლებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ძალიან მინდა, რომ ჩემი ბავშვების სახით, პატარა ანგელოზი დაიბადოს“,- ამბობს ქრისტინე სორდია.