LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დღე არ გავა, არ დავუკრა და არ ვიმღერო”

48

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” მიხეილ რამიშვილი ესტუმრა.


გავიხსენოთ ბატონი ოთარი…

მამაჩემი ყოველთვის ყველა თაობას ემახსოვრება, მან დიდი სიყვარული, სიკეთე და ცხოვრებისეული წესი დატოვა. ვისაც კი მამასთან ჰქონდა შეხება, ბევრი დღეს ბედნერად გრძნობს თავს და ამაყობს, რომ ოთარისგან ბევრი რამ ისწავლა და ასე კარგად იცნობდა მას.


მისი გიტარა ვის გადაეცა?

მე, სწორედ ეს გიტარაა, რომელზეც პირდაპირ ეთერში დავუკრავ.


რამდენი სიმღერა აქვს ბატონ ოთარს?

სამასამდე სიმღერა და შვიდასამდე ლექსი აქვს. ძალიან კარგად ვეგუებოდით მის შემოქმედებით საქმიანობას, ჩვენ მისგან სიამოვნების მეტი არაფერი მიგვიღია. დედაც ძალიან ამაყობდა, რომ მის გვერდით იყო ამდენი ხნის განმავლობაში და ყველაფერს აკეთებდა მის ხელშესაწყობად.


ბევრი შვილიშვილი ყავს ბატონ ოთარს, მათ შორის ლიზა ძალიან წარმატებულია…

დიახ, ლიზა ჩემი შვილია. ის ჩელისტია, არის საზღვარგარეთ. ყველა დანარჩენ შვილიშვილს აქვს მუსიკალური ნიჭი.


დიდი ხანია სიმღერებს წერთ?

მეოთხე კლასიდან, თუმცა არასოდეს ვასაჯაროვებდი. მამა სულ მთხოვდა, რომ სახალხოდ მემღერა, მე კი ყოველთვის თავს ვიკავებდი. ახლა მამის თხოვნას ვასრულებ და ჩემი სიმღერები
დღის შუქზე გამოვა.


თქვენ იურისტი ხართ, როგორ ასწრებთ ყველაფერს?

ძალიან ცოტა მძინავს მამასავით. რაც არ უნდა ბევრი საქმე მქონდეს, დღე არ გავა, არ დავუკრა და არ ვიმღერო. კონსერვატორია რომ დავამთავრე, ვუკრავდი ალტზე. ადვოკატობას არანაირად
არ ვმიჯნავ ხელოვნებასთან. დიდი ხელოვნებაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანის უდანაშაულობა დაამტკიცო. როდესაც ადამიანს ვეცნობი, თუ ვრწმუნდები, რომ მართალია, ყველაფერს ვაკეთებ მისი სიმართლის დასამტკიცებლად. თუ ის ცდილობს დამარწმუნოს, რომ მართალია, ვცდილობ რეალობა დავანახო, რეალობას არ უნდა გავექცეთ.


ფრანგულად ამღერდით…

2016 წლის 26 მაისს გამოვიდა ფრანგულ ენოვანი დისკი. ნინო ნიკოლაშვილმა თარგმნა ოთარის ლექსები. სიმღერებს ფრანგულად მე ვასრულებ, თუმცა ფრანგული არ ვიცი… ურთულესი ენაა, ”მუსიკალური ყური” დამეხმარა.


ორი ახალი სიმღერა მოგვიტანეთ, ერთი მათგანია ”ნავი”, მოგვიყევით მის შესახებ…

ეს სიმღერა დავწერე მაშინ, როდესაც ვცხოვრობდი ბათუმში. ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას, ახალგაზრდებს გიტარაზე დაკვრას ვასწავლიდი. ეს იყო 17 წლის წინ, ლექსის ავტორი მამაა. ამ დრომდე ამ სიმღერის შესახებ მხოლოდ ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ. ჩაიწერა გელა იმნაძესთან.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც აქამდე ვიყავი, ეს არის ჩემი სამომავლო გეგმაც. როდესაც ადამიანი კარგად არის, მხოლოდ მაშინ ემღერება. მინდა, ყველა ერთმანეთს უმღეროდეს, ესიყვარულებოდეს. ჩემს პროფესიას ვაგრძელებ და ვერასოდეს დავშორდები მუსიკას, ვწერ სიმღერებს, ლექსებს.


ხომ არ გეგმავთ ოთარ რამიშვილის საღამოს?

2014 წელს მინდოდა საღამოს გაკეთება, მეგობრები გვერდით დამიდგნენ, მივმართე კულტურის სამინისტროს და კონცერტამდე ოთხი კვირით ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ ბიუჯეტში გარღვევა ჰქონდათ და რამდნიმე თვის ნამუშევარი საზოგადოების წინაშე ვეღარ წარვადგინე.


”სიო ფოთლებს აცახცახებს” – რიგით მეორე პრემიერაა…

ესეც ოთარის ლექსია, მუსიკა მე მეკუთვნის, ჩაიწერა გელა იმნაძესთან.

მიშა რამიშვილი – სიო ფოთლებს აცახცახებს 

Audiomisha ramishvili – sio fotlebs acaxcaxebs

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiomisharamishvili

მიშა რამიშვილი – დაგინახე თუ არა. Live



მიშა რამიშვილი – შენი თვალები ძვირფასო. Live



ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები