LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი. ყოველი სტუმრობა რომელიმე ღონისძიებაზე სრულდება ახალი ნაცნობობით, ახალი კონტაქტებით, შემოთავაზებებით…“ – თამო ვაშალომიძე VOGG-ის ღონისძიებიდან კადრებს გვიზიარებს

175
Untitled design

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში გვიყვება, როგორ აღმოჩნდა VOGG-ის ღონისძიებაზე, სადაც თავისი ბრენდი ახალ ადამიანებს გააცნო.

„ჩემი ორდღიანი სტუმრობა რომში დასრულდა. რისთვისაც ვიყავი მიწვეული და საქმისთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურად გავაკეთე. „თამო კოსმეტიკსი“ და „თამო სქინის“ ბრენდი გავაცანი ყველა ადამიანს ვინც კი „ვოგის“ ღონისძიებაზე იყო მოწვეული.

ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და რაც მთავარია, ყოველი ჩემი სტუმრობა რომელიმე ღონისძიებაზე სრულდება ახალი ნაცნობობით, ახალი კონტაქტებით, შემოთავაზებებით… რა შემოთავაზებებია, ამას თქვენ უკვე იქით წლის კალენდარში ნახავთ. მიხარია, რომ ჩემი ბრენდი მოსწონთ და ფიქრობენ მათ განვითარებაზე. იმედი მაქვს, მილანში რომ გავხსნი მაღაზიას, შემდეგი რომი იქნება. 

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო გამომწერებო, რომ მხარში მიდგახართ და მაძლიერებთ. ჩემი დიდი იმედი ხართ“, – ამბობს თამო ვაშალომიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g