LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაგეგმა და გადაიხადა ბათუმელმა წყვილმა 1000-კაციანი გრანდიოზული ქორწილი: „რეალურად ყველას ვიცნობდით…“

979
ბათუმური წყვილი

ანუკი გორგოშაძემ და ნიკა დიასამიძემ ახლახან ბათუმში გრანდიოზული, 1000-კაციანი ქორწილი გადაიხადეს და მზადების პროცესისა და თავად ქორწილის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ (20 ოქტომბრის ნომერი) უყვებიან.

ანუკი:

1000 სტუმარი გვყავდა. ზუსტი რაოდენობა ჩვენც მოგვიანებით გავიგეთ. გრანდიოზული გეგმები არ გვქონდა. ყველაფერი ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო: ცეკვა, ტორტის გაჭრა, სიმღერა, თამადა, წამყვანი – ეს ყველა ქორწილშია, თუმცა დაუგეგმავადაც გრანდიოზული გამოვიდა. ალბათ, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა. ორგანიზების ნაწილში, ძირითადად, მე ვიყავი ჩართული და რჩევებს ჩვენს მშობლებს ვეკითხებოდი. ყველაფერი ტრადიციულად გავაკეთეთ. სამზადისის პერიოდში ნიკუშა გემზე იყო, თუმცა გარკვეული საკითხები მან დაგეგმა, მათ შორის, ჩვენი თაფლობის თვეც.

1000 სტუმარი ძალიან ბევრია…

ნიკა:

მართლა ბევრია. ამდენს ჩვენც არ ველოდით,. მაგრამ ვინც იყო, მართლა ყველას ვიცნობდით.. ორივეს დიდი სანაცნობო წრე გვყავს და ეს 1000 კაცი რეალურად ჩვენი და ჩვენი ოჯახების ახლობლები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g