„დღის პოსტის“ ეთერში ასტროლოგი ანზორ ოდიშარია საუბრობს, როგორი იქნება 2026 წელი და ასევე აღნიშნავს, რომ აუსრულებელი სურვილები შეიძლება პრობლემა გახდეს ადამიანისთვის.
ანზორ ოდიშარია:
2025 წელი კარმული წელიწადია, ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს დრო, დაასრულოს კარმული ვალები და არ გადაიტანოს 2026 წელში. მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. ის, ვისაც სურს ცხენზე შეჯდომა და მისი გაქროლება, უნდა ჰქონდეს ფიზიკური თუ სხვა სახის მზადყოფნა. წლის ბოლო არის წმენდის დრო. ეს არის დრო, როცა უნდა დავემშვიდობოთ წელს და შევაჯამოთ. უნდა ვნახოთ, რა შესრულდა… სურვილებს აქვს ერთი ცუდი თვისება, თუ ის არ შესრულდა, ვალად იდება და ხელს უშლის სხვა სურვილების შესრულებას… სამყაროსაც და შენს თავსაც უნდა გააგებინო, რომ იმ სურვილის ასრულება აღარ უნდა… თუ დაწერილი გაქვთ, ის სურვილი უნდა გადახაზოთ და კონცენტრირდეთ იმაზე, რისი სურვილიც გაქვთ. ახლა მოდის ჰელოუინის პერიოდი. ეს არის გარდამავალი ღამე, სადაც არის ბნელი და უნდა გავიღვიძოთ და გადავლახოთ. წლის განმავლობაში გვაქვს დაგროვებული ნეგატიური ენერგია… ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ნეგატივისგან გაწმენდა. იწყება სახლის გაწმენდით, მთლიანი დასუფთავება, ნეგატიური ნივთების აღმოჩენა. არ არის აუცილებელი, რომ სახლიდან ყველაფერი გავიტანოთ და გადავყაროთ. შეგვიძლია დავასაწყობოთ და შევინახოთ. მეორე არის სოციალური ქსელები, მობილურები, იქაც თავს იყრიან ნეგატიური ადამიანები, ესემესები, ესეც გადასახარისხებელია. სოციალურ ქსელში მიღებული ენერგია პირდაპირ მოქმედებს ენერგიასა და ჯანმრთელობაზე. ჩემს პაციენტებს შორის ასეთი დაავადება აღმოვაჩინე, სოციალური ქსელისგან მიღებული უარყოფითი ენერგიისგან მიღებული სტრესის მკურნალობა სჭირდებათ…“
