LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაჭყებია: „ეს სახლი არ გამიყიდია – თიკასთან ერთად უნდა მეცხოვრა აქ, მაგრამ გეგმები შეიცვალა“

2142
BeFunky-collage123412 3 4sdf (5)

რამდენიმე თვის წინ ცნობილი ინფლუენსერი წყვილის – თიკა კურტანიძისა და გიორგი ნაჭყებიას (მეტსახელად „მანდრეინი“) დაშორებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მათ გამომწერებს დღემდე აინტერესებთ ურთიერთობის დასრულების მიზეზი, თუმცა წყვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

ცოტა ხნის წინ გიორგი ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო იმ სახლიდან, რომლის მშენებლობაც თიკასთან ერთად დაიწყო. გამომწერების შეკითხვაზე, გაყიდა თუ არა სახლი, გიორგი პასუხობს, რომ ქონება არ გაუყიდია და სარემონტო სამუშაოებს აგრძელებს.

„არ გამიყიდია ეს სახლი. მისი მშენებლობის მიზანიც ის იყო, რომ აქ მე და თიკას ერთად უნდა გვეცხოვრა, თუმცა ხანდახან ხდება ისე, რომ გეგმები ისე არ მიდის, როგორც გვსურს. ამ სახლის დიზაინი მე და თიკამ დიზაინერთან ერთად შევადგინეთ,“ – აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ.

„ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია“ – ცნობილი ინფლუენსერი წყვილი დაშორდა

„იღბლიან ადამიანად ვთვლი თავს, რადგან ჩემმა მშობლებმა მომცეს ისეთი ცხოვრება, რომელშიც ფული არც ღირებულებაა და არც დანაკლისი, რომ სხვაში ვეძებო“ – რაზე წერს ინფლუენსერი თიკა კურტანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g