LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მსმენელი არაჩვეულებრივ, ლამაზ მელოდიას მოისმენს”

8

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ამალია ჯიბლაძე ანსამბლ ”იამბიკოსთან” ერთად ესტუმრა.


მოგვიყევით თქვენი ანსამბლის შესახებ…

ანსამბლი ”იამბიკო” 2004 წელს დაარსდა, თავიდან ხუთნი ვიყავით, ახლა კი 11 წევრია ანსამბლში. ვასრულებთ როგორც ფოლკლორულ სიმღერებს, ისე ქალაქურს. უკვე ერთი წელია, რაც ამალია ჯიბლაძეს ვიცნობთ და მოგვივიდა იდეა, ერთად შეგვესრულებინა ოთარ რამიშვილის სიმღერა, რომელიც საზოგადოებაში ჯერ პოპულარული არ არის. მინდა მადლობა ვუთხრა რამაზ გუნავას, ვისგანაც შევისწავლეთ სიმღერა, თავად ბატონ ოთარს სიმღერა დუეტში – ქალისა და მამაკაცის ხმებისთვის აქვს შექმნილი, ჩვენ კი ხუთ ხმაში გავშალეთ. ვფიქრობ, საინტერესო პროექტია. ჩაიწერა ”ფორტუნა რეკორდსში”, ”მინდვრად გეძებ” – ასე ქვია ჩვენს ნამუშევარს.


საინტერესო სახელწოდება გაქვთ…

როგორც უკვე გითხარით, თავიდან ხუთნი ვიყავით, ”იამბიკო” ძველი ქართული ტერმინია და ხუთ ტაეპოვან ლექსს აღნიშნავს. თემატურად რაოდენობას შეესატყვისებოდა ტერმინი, მართალია რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ სახელწოდება დარჩა. ერთი აუდიო ალბომი, რომელშიც ხალხური სიმღერებია შესული უკვე გამოვეცით, ვგეგავთ, ქალაქური სიმღერების ალბომიც ჩავწეროთ.


ქალბატონო ამალია, აღარ აქტიურობთ…

ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვართ და მსმენელი არაჩვეულებრივ, ლამაზ მელოდიას მოისმენს. მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ფონოგრამის გაკეთებაში. დიდი იმედი გვაქვს, მსმენელს მოეწონება ეს სიმღერა. ამისი გაგება მარტივი იქნება – რამდენად ხშირად მოითხოვს მსმენელი მას ეთერში. ვიშრომებ ბევრს, რომ კარგი სიმღერები გავაკეთო.

ამალია ჯიბლაძე & ანს. იამბიკო – მინდვრად გეძებ 

AudioAMALIA JIBLADZE IAMBIKO – MINDVRAD GEDZEB



გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Amalia Jibladze Da Ans.


ამალია ჯიბლაძე – წყარო. Live

ანს. იამბიკო – გარე კახური. Live

ანს. იამბიკო – ღამე დავეხეტები. Live

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები