ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას მომღერალი და ტელეწამყვანი, გია ბაღაშვილი ეხმაურება.
გია ბაღაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლაშა ბასლანძის გარდაცვალების გამო და მის მეუღლეს, მომღერალ სალომე ბაკურაძეს უსამძიმრებს:
„ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი… სალომე, სიტყვები არ მყოფნის… გისამძიმრებ მთელი გულით“, – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გუშინ გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
ნატო გელაშვილი: „ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო…დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…“
ნოე სულაბერიძე: „დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა“
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი… სალომე, სიტყვები არ მყოფნის… გისამძიმრებ მთელი გულით💔
Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
