გადაცემას ”რადიო დუეტი” კოტე ქარუმიძე ესტუმრა.
თქვენს შემოქმედებაში გარკვეული პაუზა იყო…
მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მსიამოვნებს თქვენს ეთერში ყოფნა. საკმაოდ დიდ ხანს ვცხოვრობდი მოსკოვში, უკვე რვა თვეა ოჯახთან ერთად საქართველოში დავბრუნდი, მეღირსა, ამოვისუნთქე. დისკი მოსკოვში გავაკეთე, საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდი. ეს იყო ჩემი ჰობი, თუმცა ისე გამიტაცა, რომ ორ დისკიანი ალბომი გამოვიდა. პირველ დისკში ყველა ის სიმღერაა, რომელიც მსმენელმა კარგად იცის, მეორე დისკში კი ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობი სიმღერებია.
როგორია თქვენი გეგმები საქართველოში?
ჩემი საოჯახო სტუდია ჩამოვიტანე, ჯერ არ აიწყვია. ნელ-ნელა ალბათ გავაგრძელებ სიმღერების კეთებას. თავის დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ. რომ არა თქვენთან მეგობრობა, რადიო პრემიერებზე არც მიფიქრია არასოდეს. თავიდან მეგონა, რომ ჩემთვის ვაკეთებდი, თუმცა ადამიანებს მოსწონთ და ეს ძალიან მიხარია.
სიმღერა ”ტრიალებს” – როდის ჩაიწერა?
ალბომში მხოლოდ 4 რემიქსი მაქვს ჩაწერილი და ერთ-ერთი მათგანია გოგი ცაბაძის ”ტრიალებს”. ძალიან არ გადამიკეთებია, თუმცა ნამდვილად განვაახლე. არანჟირება მე მეკუთვნის.
კოტე ქარუმიძე – ტრიალებს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
