სპორტული მედია-პლატფორმის Geo Team-ის დამფუძნებელი, საბა საპანაძე სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
ქართველ ფეხბურთელს თავზე ქართული ფაფახი ახურავს და ამბობს: „ხომ არ დავიწყო ცეკვა?“.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება აქვს. გულშემატკივრები წერენ, რომ ფეხბურთელს ძალიან მოუხდა ქართული ფაფახი.
