LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას “ღვინო, დუდუკი, ქალები” ვაჟა დურგლიშვილი ესტუმრა

58

Ardaidardo.Ge

21 ოქტომბერს ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

 

გადაცემას “ღვინო, დუდუკი, ქალები” ვაჟა დურგლიშვილი ესტუმრა. კომპოზიტორმა არ დაიდარდოს ეთერში ცოცხლად იმღერა. გადაცემა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ასევე აჟღერდა კომპოზიტორის არაერთი ნამუშევარი.

თქვენს თაობას ძალიან ბევრი აქვს ნაქეიფარი…

ნამდვილად, გეთანხმებით. მეც ბევრს ვსვამდი ახალგაზრდობაში, დროს საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ვატარებდი. ახლა სუფრასთან სასმელს ვეღარ ვსვამ, ისე ვერთობი.

სიახლეები გაქვთ…

ბევრი ახალი სიმღერა დავწერე ამ ზაფხულს. ჩემი საიუბილეო კონცერტია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დანიშნული და ვცდილობდი ბევრი საინტერესო რამ შემექმნა. ასევე, იგეგმება ვარსკვლავის გახსნაც. ივნისში უნდა ჩატარებულიყო საღამო, თუმცა 21 ოქტომბრისთვის გადაიდო. სხვათაშორის, კარგია, რომ დრო მომეცა, სჭირდებოდა სიმღერებსა და მომღერლებს შერჩევა. საღამოზე გამოვლენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, დუეტი ჯორჯია, ქუთაისის კაპელა, ზურა დოიჯაშვილი, ზურა კობეშავიძე, მანანა თოდაძე და ა.შ. 2-3 საათი გაგრძელდება კონცერტი, ქორეოგრაფიაც არის ჩართული. კონცერტზე შესრულებული სიმღერების ნახევარზე მეტი ახალი იქნება.

დღეს ეთერში თქვენი არაერთი სიმღერა გაჟღერდება, მათ შორის “ენძელა”, როდის დაიწერა?

1974-75 წლებში. ეს სიმღერა პირველად “ორერას” ზურა იაშვილს მივეცი. მან ვერ ჩაწერა, შემდეგ ბესო კალანდაძეს მოეწონა, ის მაშინ “რეროში” იყო. მისთვის ეს ფაქტიურად პირველი სიმღერა იყო, რის შემდეგაც რობერტ ბარძიმაშვილმა ბესო თავისთან წაიყვანა და ძალიან ცნობილი მომღერალი გახდა.


ლაშა რამიშვილი – არ მინდა უშენოდ

Audiolash123


გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

AudioGvino_Duduki_Vaj_Durglishvili


ვაჟა დურგლიშვილი – ღვინო. Live


ვაჟა დურგლიშვილი – თბილისური განთიადი. Live

ვაჟა დურგლიშვილი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები