LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

119
ლაშა ბასლანზე (5)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს – 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმი 10 ქვეყნის დელეგაციას, 300-მდე მონაწილესა და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელს აერთიანებს. მონაწილეებს შორის არიან: უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები. საერთაშორისო ფორუმის გახსნის ნაწილში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიება გახსნა თსსუის რექტორმაპროფესორმა ირაკლი ნატროშვილმარომელმაც 300-მდე დელეგატს მიესალმა და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა სამედიცინო განათლების განვითარებაში.

ყველასვინც ჩართულია სამედიცინო განათლების სისტემაში — სტუდენტებსკურსდამთავრებულებსა და აკადემიურ პერსონალსვუსურვებ წარმატებას.

ღონისძიებამ ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვიარაც ცხადყოფსრომ საქართველოში სამედიცინო განათლების თემები აქტუალურიამით უმეტესროდესაც ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდებადა განათლებამაც უნდა აუბას მას მხარი.

სამედიცინო განათლება ერთერთი ყველაზე რთული მიმართულებააამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას დაინტერესებისთვის და მობრძანებისთვის,“ — აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლების ხარისხი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მზარდი ინტერესი ქართულ სამედიცინო განათლებაში მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება უნდა იყოს კონკურენტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.

ჩვენ ვალდებული ვართ ამ ინტერესს და მოლოდინებს ვუპასუხოთ მაღალი ხარისხითსაერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით.

მნიშვნელოვანიარომ თსსუ ორგანიზებას უწევს სამედიცინო განათლებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო კონფერენციასრომელიც ქმნის უნიკალურ პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის — როგორც ქართველი სპეციალისტებისთვისისე უცხოელი ექსპერტებისთვის.

მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის გუნდს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვისტრადიციების შენარჩუნებისა და ხარისხის მუდმივი ზრდისთვის.

პრემიერმა უკვე წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პირველადი ვერსიარომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს განსაკუთრებული როლი ენიჭებამომდევნო 3-4 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ ისეთი ცვლილებებირომლებიც გააფართოებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებსგააძლიერებს სწავლების ხარისხს და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციას.

ვფიქრობეს საერთაშორისო კონფერენცია უნდა გახდეს ტრადიციული და ყოველწლიურირათა კიდევ უფრო განიმტკიცოს საქართველომ ადგილი სამედიცინო განათლების საერთაშორისო რუკაზე,“ — აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე:

განათლების სექტორში ყველაზე საჭირო და განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტული მიმართულება სამედიცინო განათლება რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო სექტორთანგანსაკუთრებით მედიცინის სფეროშისადაც ცოდნისა და პრაქტიკის ხარისხი პირდაპირ აისახება ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემაზე.

ჩვენი მთავარი პარტნიორიროგორც პროფესიის მარეგულირებლისთვისყოველთვის იყო და არის საგანმანათლებლო სისტემა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ აქ მყოფ ადამიანს და წარმატებები ვუსურვო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს როგორც სამეცნიეროისე პრაქტიკულ საქმიანობაში.“

ფორუმის დელეგატებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა:

„ეს კონფერენცია განსაკუთრებით აქტუალურია იმ პერიოდში, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ დაანონსა უმაღლესი განათლების რეფორმარეფორმარომელიც ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანიაის ძირეულად გააუმჯობესებს განათლების ხარისხსჩვენ გვწამსრომ ძლიერი განათლება ძლიერი სახელმწიფოს საფუძველიახოლო ძლიერი სამედიცინო განათლებაჯანმრთელი საზოგადოების გარანტიაამ რეფორმის ერთერთი ძირითადი ღერძი ასევე სამედიცინო განათლებაა.“

ფორუმის ფარგლებში დელეგატებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სპიკერებმა. მათ გამოკვეთეს თანამედროვე ტენდენციები სამედიცინო განათლების განახლებისა და განვითარების პროცესში.

როგორც ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტმა, ჰარმ პეტერსმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის:

ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებასჩვენი მთავარი მიზანია გავაერთიანოთ სხვადასხვა სამედიცინო სკოლაასევე ხელი შევუწყოთ სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასკვლევების განვითარებასა და პაციენტებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

როგორც AMSE-ის პრეზიდენტი ვამაყობრომ დღეს აქ თქვენთან ერთად ვიმყოფებისაქართველო ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი მნიშვნელოვანი პარტნიორიასადაც ფუნდამენტური ცვლილებები ხორციელდება ამ მიმართულებითმოუთმენლად ველოდები ორდღიანი კონფერენციის შედეგებს.“

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ ჰარმ პეტერსს თსსუ-ის რექტორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

კონფერენციის გახსნის ნაწილში მონაწილეობდა ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი:

მოხარული ვარრომ ვიმყოფები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზესაერთაშორისო თანამშრომლობა სამედიცინო განათლების სფეროში აუცილებელიაამ ფორმითჩვენ შეგვიძლია მომავალი თაობის ექიმების სათანადოდ მომზადებადიდი ინტერესით ველოდები დისკუსიებს.“

სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა ხვალ დაიხურება. კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, თსსუ-ის სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს პლენარული სხდომები, ინტერაქტიული და თემატური პანელები, ასევე მცირე ჯგუფური სამუშაო სესიები, სადაც მონაწილეები განიხილავენ ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებსა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g