საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გოგა მემანიშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა 28 ოქტომბერს დატოვა.
ფოტო – „ინტერპრესნიუსი“
