გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ შოთიკო ნოზაძე ესტუმრა.
ამ გადაცემით მინდა, რომ ქართული სუფრის ღრეობა აკადემიურ საწყისებს დავუბრუნოთ… თამადა ხშირად ხარ?
ძალიან საინტერესო თემაა. 5-10 კაციან სუფრაზე ვყოფილვარ თამადა, მაგრამ 500 კაციან სუფრაზე არა. თუმცა მიყვარს ქეიფი და დროსტარება.
რომელი სასმელი უფრო მეტად გიყვარს?
რა თქმა უნდა ღვინო. ჩემი პოზიციაა ღვინო დავლიო, თუმცა ხშირად ღვინო გვლევს ხოლმე. არ მახსოვს სახლამდე როგორ მივსულვარ.
ჩცდ-ს გადაღებებისას თუ დაგილევია?
კი, 2-3 ჭიქა შეიძლება. ბევრი დუბლის გადაღება გვიწევს და ბევრი რომ დავლიო…
პატარა გოგონა გყავს…
ნინე მყავს, სამი თვის. იშვიათი სახელია და ძაიან მომწონს.
თუ უმღერი ხოლმე?
არა, დავაყრუებ. შორს ვარ სიმღერისგან, უფრო კარგი მსმენელი ვარ, ვიდრე მომღერალი. ხანდახან რაღაცას წავიღიღინებ ხოლმე. ჩემი ხმა საშინლად არ მომწონს…
სუფრას ხალისი მაშინ აქვს, თუ მომღერალი ქარგავს ჰანგს… ჩემი აზრით, სუფრაზე „პრობლემები“ თამადის ბრალია…
ძალიან ხშირად მოსდევს ამა თუ იმ სადღეგრძელოს არათემატური სიმღერა. არადა ძალიან მარტივია სწორად მიყვე სუფრას, იმდენი სიმღერა გვაქვს. არიან ადამიანები, რომლებიც იბრალებენ თამადობას, თამადას ბევრი ადამიანი აბარია, ფაქტიურად მწყემსია. თამადობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.
შენი პერსონაჟი ჩცდ-დან, თენგოი….
არიან განაწყენებული ადამიანებიც, რომ ბევრს იგინება თენგო, თუმცა ვფიქრობ, თენგოს მიმართ აგრესიულად არ არიან განყობილები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალიან დიდ სუფრაზე მიმიმართავს: „შე კარგმოტყ…“ და არ სწყენიათ. თენგო სხვანაირი ტიპია.
ქალი სუფრას ალამაზებს, მამაკაცს კი უნთებს თვალებს…
თენგოსთვის არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი…
გვერდიდან უყურებ ხოლმე თენგოს?
კი ვსწავლობ იმას, რომ ასეთი არ უნდა იყო, ხეპრეა, გაუთლელია და არ იცის ურთიერთობები. მე ასეთი ადამიანები მაღიზიანებენ.
დიდი მადლობა სტუმრობისთვის.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
შოთიკო ნოზაძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები