LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გოგოლიძე, უხიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების საკითხზე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

109
მიხეილ გოგოლიძე

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ შიდა ქართლში არსებული ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული უხიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

მიხეილ გოგოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დგას ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის აუცილებლობა.

საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების, ჰაერისა და ნიადაგის დაცვას დაბინძურებისგან. შესაბამისად, ნარჩენების მართვის მდგრადი მართვა – თანამედროვე ობიექტები და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურები, რეგიონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ამ ეტაპზე შიდა ქართლში რეგიონში სამი მოქმედი ნაგავსაყრელია – გორში, კასპსა და ხაშურში. აღნიშნული ობიექტები შემოღობილია და დაცულია გარეშე პირებისგან. ხორციელდება 24 საათიანი მეთვალყურეობა. ობიექტზე განთავსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი იპრესება და მიწისა და საიზოლაციო საფარით იფარება.

magti 5g