LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა PWM/The Banker-ისგან ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო

523
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა გამარჯვება კიდევ ერთ გლობალურ დაჯილდოებაზე მოიპოვა. ბანკი საერთაშორისო გამოცემების The Banker-ისა და Financial Times-ის ჯგუფის წევრი Professional Wealth Management (PWM)-ის 2025 წლის პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოებაზე ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა. დაჯილდოება 2009 წლიდან ტარდება და ის ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებსა და წამყვან პოზიციებს აღიარებს.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდოს მფლობელი გახდა. ჩვენ პერსონალიზებულ, ყოვლისმომცველ პროდუქტებსა და სერვისებს ვქმნით მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულყოფილებისა და ინოვაციურობისკენ მიისწრაფვიან. საქართველოს ბანკის Wealth Management და SOLO მიმართულებებით, უახლეს საბანკო ტრენდებს ვნერგავთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით კი პერსონალური საბანკო მომსახურება უწყვეტ, ხელმისაწვდომ, მსოფლიო დონის გამოცდილებად ვაქციეთ“, – აცხადებს ეთუნა ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის, გლობალური პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოების მონაწილეებს ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში მოღვაწე, ინდუსტრიის 23 ექსპერტი აფასებს. გამარჯვებულები კი ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების, საინვესტიციო მოდელებისა თუ გაუმჯობესებული მომსახურების კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდებიან.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g