ახლახან 18 წლის კატერინა კახნიაშვილმა საბერძნეთის სილამაზის კონკურსზე Miss Young სპეციალური ნომინაციის გამარჯვებული გახდა. კატერინა საბერძნეთში ცხოვრობს და სწავლობს, ასევე დაკავებულია სამოდელო საქმიანობით, ჩამოდის ხოლმე საქართველოშიც.

კატერინა საკუთარი თავის შესახებ fortuna.ge-ს უყვება:
ვარ18 წლის და ვცხოვრობ საბერძნეთში. ვსწავლობ მენეჯმენტს საბერძნეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო პარალელურად ვმუშაობ მოდელად.

სექტემბერში სილამაზის კონკურსზე მოვიპოვე ტიტული „მის ახალგაზრდა პელოპონესი“. მიყვარს მოგზაურობა, ამიტომაც ვცდილობ ყოველთვის ახალი ადგილების აღმოჩენას, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს. მოგზაურობისადმი ეს სიყვარული მაძლევს შთაგონებას, რომ აქტიურად მივიღო მონაწილეობა მრავალ Erasmus+ ახალგაზრდულ პროექტში, რაც მაძლევს უნიკალურ გამოცდილებებს, ახალ მეგობრებს და პერსპექტივებს.

14 წლის ასაკში დავიწყე მოდელობა და ამ გამოცდილებით აღმოვაჩინე ნამდვილი სიყვარული მოდის სამყაროს მიმართ.

ახლახან ვიყავი საქართველოში ახალგაზრდულ „ერასმუსის“ პროექტზე, სადაც საშუალება მქონდა ბევრი ახალი ადამიანის გაცნობისა და ჩემი ქვეყნის კულტურის უფრო ღრმად შესწავლის.

