მარტა ბარამიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც მისი მეგობარი, სალომე შოშიტაშვილი წერს, მარტას თავის ტვინში სიმსივნური წარმონაქმნები განუვითარდა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თანხა სწრაფად უნდა მობილიზდეს, რათა მარტა საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
„ჰემანგიომა ტუჩიდან გავრცელდა ჰაიმორის ღრუში, სადაც ჩამოყალიბდა 4 სმ-იანი ავთვისებიანი კისტა. ასევე, თავის ტვინში სადაც ზაფხულში ჰქონდა ამოკვეთილი სიმსივნური წარმონაქმნები, ხელახლა განვითარდა ახალი წარმონაქმნები. პერიოდულად სკდება ზოგი, რის შედეგადაც გონებას კარგავს.
კლინიკაშია ლისთან მესამე დღეა. მიდით ჩაეხუტეთ, გაამხიარულეთ. რომ ველაპარაკე არ ვიცი რატომ ვიბრძოლოო და მიდით და გაახსენეთ რომ სამყარო ლამაზია და უნდა იცოცხლოს! გაახსენეთ და გაახარეთ. სითბო და სიყვარული მიუტანეთ.
სასწრაფოდ არის თანხების მობილიზება საჭირო რომ თურქეთში ან საფრანგეთში ვუმკურნალოთ.
გადავარჩინოთ ჩვენი ფერია გოგო
მარტა ბარამიძე – შენ შენი სიტყვა სათქმელი გაქვს ამ უფერულ სამყაროში და უნდა დადგე ფეხზე!
საქ. ბანკი
#GE88BG0000000184031700
თიბისი ბანკი
#GE08TB7102445061100081
ამ პოსტის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება,“ – წერს სალომე შოშიტაშვილი.
