უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცე მოიცვა გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიციის, „ყვითელ ფოთლების“ ორიგინალურმა შესრულებამ – ვიდეოს სოციალურ ქსელში ასი ათასობით ნახვა აქვს.
მუსიკოსი, რომელიც აღნიშნულ კომპოზიციას ასრულებს, ჯგუფ „სინთეზის“ წევრი, ომა ფავორია. ნიგერიის მოქალაქე ომა ფავორი საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა, აქვე, ცოტა ხნის წინ ძალები მოსინჯა მუსიკალურ კონკურსში – „დიდი სცენა“.
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ომა ფავორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და ჰოსპიტალში პრაქტიკებს გადის.
ვიდეოს, რომელშიც ომა ფავორი „ყვითელ ფოთლებს“ მღერის, უდიდესი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი აქვს:
„საიდან მღერით ასე საოცრად ქართულად?“, „ძალიან სასიამოვნოდ მღერით… გიხდებათ ქართული სიმღერა“, „რა საოცრებაა ეს გოგო, ბრავო!“, „როგორ გრძნობს ყველა სიმღერას, ეს გოგო“, „მადლობ, რომ ქართულად მღერი“, „რა სასიამოვნო ხმაა და რა საოცარი მოსასმენი, მადლობა, საოცრად ლამაზად და ტკბილად მღერით“, „სასწაულად მღერით“, „შენი ხმა სიყვარულს ჰგავს – საოცარი შესრულება, სინაზე და სისპეტაკე ხმაში“. „შესანიშნავია… როგორი გრძნობით მღერით“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
@oma__favour ყვითელი ფოთლები 🍁🍂| IG : oma__favour … what should I sing next? 😍👇🏾 . . . #ქართული #საქართველო #fyp #viralvideo #viraltiktok ♬ original sound – Oma__Favour
