გასულ წელს, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ტყუპების მორიგ კადრებს ავრცელებს.
როგორც უკვე საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ტყუპებმა 12 ნოემბერს 1 წლის იუბილე იზეიმეს.
ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ პატარებო დიდი სიყვარულით“ – როგორ აღნიშნეს „შოშიებმა“ 1 წლის იუბილე
ამ დღის აღსანიშნავად, პატარებს ფოტოსესია მოუწყვეს. ახლახან, სოციალურ ქსელში გიგა ცხელიშვილის მიერ გავრცელებული კადრები სწორედ ფოტოსესიის დროს არის გადაღებული.
„რა ხდებოდა გადაღებაზე“, – წერს გიგა ცხელიშვილი და ვიდეოს „ფეისბუკში“ აქვეყნებს.
ფოტოები: „დაჩის და დანიელის დაბადების დღეა დღეს“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების 1 წლის იუბილეს აღნიშნავს
ცნობისათვის, გიგა ცხელიშვილის მეუღლე, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.
