LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სამყაროში არავის ვუყვარვარ ისე, როგორც მას“ – მეგან მარკლი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე და და საუბრები პრინცი ჰარის შესახებ

155
page

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი Harper’s Bazaar-ის ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა. 44 წლის მეგანმა ინტერვიუში კარიერაზე, დედობაზე, პრინც ჰარისა და საზოგადოებრივი ზეწოლის გავლენაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბავშვობიდან კარიერული ამბიცია მისი იდენტობის ნაწილი იყო, დღეს კი ცდილობს ცხოვრების მრავალფეროვნება არ დაკარგოს, ერთდროულად იყოს დედაც, პროფესიონალიც და ცოლიც.

ჰერცოგინიამ განაცხადა, რომ მთავარი საყრდენი მისი მეუღლე, 41 წლის პრინცი ჰარია, რომლის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს.

„ამ სამყაროში არავის ვუყვარვარ ისე, როგორც მას. ვიცი, რომ ჰარი ყოველთვის მხარს დამიჭერს. მასში არის რაღაც საოცრად ბავშვური, მან სწორედ ეს თვისებები გააღვიძა ჩემში…. როცა გადაწყვეტილებებს სხვისი აზრის მიხედვით იღებ, საკუთარ ავთენტურობას კარგავ, სრულყოფილება არ არსებობს. მეც ვუშვებ შეცდომებს. მთელი ჩემი ბავშვობა მინდოდა ჭკვიანი ვყოფილიყავი. მსურდა ყველამ დაენახა, როგორ ვმუშაობდი და რამდენად ერთგული ვიყავი საკუთარი საქმის“, – განაცხადა მარკლმა.

რაც შეეხება მის ჩაცმულობას, მან გადაღებებისთვის „ბალენსიაგას“, „დიორისა“ და The Row-ს „ლუქები“ მოირგო.

მეგან მარკლი სახლის სადღესასწაულოდ მორთვის კადრებს გვიზიარებს და კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება

კიმ კარდაშიანმა და კრის ჯენერმა მეგან მარკლის ფოტოები წაშალეს

ვიდეო: ფეხების დემონსტრირება, გართობა გასახდელში და რომანტიკული ვახშამი – სასექსის ჰერცოგინია პრინც ჰარისთან ნიუ-იორკული ვოიაჟიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები