ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელზეც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა იძალადეს, სოციალურ ქსელში წერს ბიჭზე, რომელიც დაეხმარა.
ჟურნალისტის თქმით, დიდხანს ეძებდა ბიჭს, რომ მისთვის მადლობა ეთქვა.
„დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის და სასწრაფომდე მივყავარ…
საავადმყოფოში ეს ვიდეო რომ ვნახე, არ ვიცოდი ვინ იყო და მინდოდა მომეძებნა, მადლობა პირადად გადამეხადა.
რეაბილიტაციის შემდეგ, როცა რუსთაველზე დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ის ბიჭი ხალიბეგ მამედოვი იყო.
არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე მადლიერება, რომელსაც ხალიბეგის მიმართ ვგრძნობ, მაგრამ ზოგჯერ ერთ მარტივ სიტყვასაც აქვს ძალა, როცა ის ძალიან გულწრფელია.
მადლლობა, ხალიბეგ!
მადლობა, რომ მარტო მე კი არა, კიდევ ბევრს ეიმედები რუსთაველზე და მადლობა, რომ ერთგული ხარ მოწოდების: “ბრძოლა ბოლომდე! ” – წერს გურამ როგავა.
