LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის მეტროში ქაღალდის ბილეთები წარსულს ჩაჰბარდება

106
sale-of-paris-metro-paper-tickets-discontinued-after-125-years-1762414407347

პარიზის მეტროს ქაღალდის ბილეთები, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტში 125 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მალე წარსულს ჩაჰბარდება. მათ ჩაანაცვლებს ელექტრონული ბარათები და მობილური აპლიკაციები, რომლებსაც მრავალი მგზავრი უკვე დიდი ხანია იყენებს. სიახლის შესახებ RATP წერს.

ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში ეკოლოგიური მიზეზებით მიიღეს. ყოველწლიურად, საფრანგეთის დედაქალაქის მეტროში 500 მილიონზე მეტი ქაღალდის ბილეთი იყიდებოდა, რომლებიც შემდეგ ნაგვის ურნებში ან ქუჩაში ხვდებოდა. გარდა ამისა, ბილეთები დამზადებულია სპეციალური, ძალიან გამძლე ქაღალდით, რის გამოც მათი გადამუშავება შეუძლებელია.

ქაღალდის ბილეთების მფლობელებს მათი გამოყენება წლის ბოლომდე შეუძლიათ, ხოლო შემდეგ დარჩენილი მგზავრობები სპეციალურ აპლიკაციაში „ვირტუალურ“ ბილეთებად უნდა გადაიტანონ.

125 წლის განმავლობაში ბილეთების დიზაინი არაერთხელ შეიცვალა, ხოლო თითოეული ახალი სერია კოლექციონერების სამიზნე ხდებოდა. ახლა საუბრობენ, რომ ბოლო პარტიის ბილეთები შესაძლოა აუქციონზე გაიტანონ.

თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა ნელ-ნელა ანაცვლებს ძველ ჩვევებს. ასე, ევროპაში მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის „მსხვერპლად“ უკვე იქცა სატელეფონო ჯიხურები და გაზეთების კიოსკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები