LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და მოემზადე ზამთრისთვის – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული იწყება

638
თეგეტა მოტორსი

„თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელსაც საავტომობილო სერვისებისა და პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ფილიალების ფართო ქსელი აქვს, black friday-ს კვირეულისთვის ემზადება. 25 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიო ბრენდების პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინონ და ზამთრის სეზონს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი:

„მომხმარებლის საჭიროებაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ჩვენი მთავარი მიზანია – მაღალი ხარისხის მომსახურებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება მაქსიმალურად გავუმარტივოთ. ამ კონცეფციით დავგეგმეთ შეთავაზებების წლევანდელი კვირეულიც. მასშტაბური აქციის ფარგლებში, ავტომფლობელები შეძლებენ, „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი ბრენდების პროდუქცია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ. იქნება ეს აკუმულატორები, ზეთები, სამუხრუჭე სისტემები თუ საბურავები.

„თეგეტა მოტორსი“ იყო პირველი, ვინც მსოფლიო ბრენდთან, Bridgestone-თან ერთად, ქართულ ბაზარზე ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და ამით საგზაო კულტურაში მეტი უსაფრთხოების დანერგვას შეუწყო ხელი. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი შეთავაზებებით საუკეთესო ხარისხის საავტომობილო პროდუქცია – მეტად ხელმისაწვდომი, სერვისები კი მრავალფეროვანი გავხადოთ და მომხმარებელს უფრო სწრაფად და კომფორტულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახუროთ“.

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინპლატფორმებზე, მათ შორის არის „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაც, რაც პროცესს დამატებით ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭირო პროდუქცია სასურველ დროს, მისთვის მოსახერხებელ გარემოში შეიძინოს. სხვადასხვა ტიპის აქციები „თეგეტა მოტორსის“ სრულ საავტომობილო ასორტიმენტს შეეხება. კომპანია საქართველოში წარმოადგენს 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს.

black friday-ს კვირეული საუკეთესო დროა ავტომფლობელებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე სანდო მწარმოებლების პროდუქცია ხელსაყრელ ფასად შეიძინონ და უსაფრთხო ზამთრისთვის სათანადოდ მოემზადონ.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g