„Giorgi Parris“ იგივე, გიორგი ციქუბაძე უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში, ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს და მომხმარებლებს პარიზში ვიზიტისას პრემიუმ კლასის მომსახურებას სთავაზობს. ტრანსფერი, ქალაქში გადაადგილება, „დისნეილენდის“ და სხვადასხვა მუზეუმის ბილეთის შეძენა — ეს იმ აუცილებელი სერვისების ჩამონათვალია, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვამდე ყველა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს.
იმისთვის, რომ ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის სამუშაო პროცესი გამარტივდეს, გიორგი ციქუბაძემ ახალი, ინოვაციური პლატფორმა წარადგინა.
DropVoyage – პლატფორმის შესახებ გიორგიმ 18 ნოემბერს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ტურიზმის სფეროში მომუშავე და მოგზაურობის მოყვარულმა ადამიანებმა მოიყარეს თავი.

„Drop Voyage არ არის ის პლატფორმა, სადაც უბრალოდ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე სერვისი, მიიღოთ, ან გაყიდოთ რაიმე პროდუქტი. ეს არის პლატფორმა, რომელიც პერსონიფიცირებულია თითოეული ადამიანისათვის, მორგებულია ურთიერთობებსა და ადამიანობაზე. პირველივე დღიდან ვზრუნავდი იმაზე, რომ ყოფილიყო ხარისხი. დიდი ამბიციები გვაქვს და გეტყვით, რომ მომავალი წლიდან ჩვენ უფრო დიდ ბაზრებზე გავალთ. აუცილებლად, ქართული პლატფორმა – Drop Voyage და საქართველო იტყვის თავის სიტყვას და იქნება გამორჩეული მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე. ამის პირობას გაძლევთ.
ეს პლატფორმა შექმნილია, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე იმ ემიგრანტებისათვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან წასულები… პლატფორმა ქართველ ემიგრანტებს საშუალებას მისცემს სწორედ ქართველ მოგზაურთან ჰქონდეთ კომუნიკაცია.
ეს იქნება საიტი, სადაც შეძლებთ საკუთარი პროფილის შექმნას თუ: გაქვთ ბინა გაქირავებისთვის, მუშაობთ ტრანსფერებზე, ხართ გიდი ან ტურისტულ სფეროში ჩართული. ყველა, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და სურს ქართულ ტურიზმთან კავშირი შეინარჩუნოს — მიიღებს საშუალებას დარეგისტრირდეს, მიიღოს შეკვეთები და იმუშაოს ჩვენი ქსელის ფარგლებში. მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად დგას“, – განაცხადა გიორგი ციქუბაძემ.

