LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სავარაუდოდ მიწის მასა ჩამოიშალა, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი: საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

874
2025-09-30_12-57-05_187987

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

„ჩამოშლილი მასის ქვეშ ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g