გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი წიკლაური და მუსიკოსი შოთიკო მაისურაძე ესტუმრნენ. მომღერალმა სიმღერა „ალუბლები“ პირდაპირ ეთერში შოთიკოს დახმარებით ცოცხლად შეასრულა. ასევე, გიორგი წიკლაურმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერის – „სიყვარული არ იქნება“ ახლებური ვერსია წარმოადგინა.
როგორ ხართ?
მადლობა, რომ გვაძლევთ საშუალებას სიახლეები წარვუდგინოთ მსმენელს. ერთ-ერთი ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის ჩემებურ ვერსიას შემოგთავაზებთ. ტექსტი პეტრე გრუზინსკის არის, მუსიკა კი სულხან ცინცაძის. ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან, მანვე გააკეთა არანჟირებაც. ლევან კურტანიძემ კლარნეტი, ხოლო გუჯა მარდალეიშვილმა ვიოლინო ცოცხლად ჩაწერეს. რამდენად გამოგვივიდა, ამას მსმენელი შეაფასებს. საუბარია სიმღერაზე „სიყვარული არ იქნება“.
„ალუბლები“ ლაივში გვიმღერეთ… მოგვიყევით სიმღერის ისტორია?
შოთა მაისურაძის ტექსტი და მუსიკაა, ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში.
შოთა: – 1999 წელს დაიწერა სიმღერა, სხვა ტექსტით. ცოტა ხნის წინ კი მთლიანად შევცვალე ტექსტი და დავარქვი „ალუბლები“. იმ ღამესვე გიორგის გადავუგზავნე. არის ვიდეორგოლიც, ბექა მიქაძემ გადაიღო და იგეგმება ტელეპრემიერაც. თუმცა, „იუთუბზე“ უკვე არის.
როგორც ვიცი ისრაელში იყავი…
ძალიან კარგად ჩაიარა მოგზაურობამ. სწორედ ამ გასვლისთვის ვცდილობდი მომესწრო ახალი სიმღერა და იქაურმა მსმენელმა ძალიან კარგად მიიღო. „ორერას“ რაც შეეხება, ზედმეტი ქება და დიდება არ სჭირდება, ის ლეგენდარული ანსამბლია. დიდი სიყვარულით მიგვიღეს, ისეთი ემოცია გამოხატეს თითოეული სიმღერის დროს… სულ სხვანაირი სკოლაა „ორერა“.
როგორია სამომავლო გეგმები?
ცირა ბზიშვილი ახალ სიმღერას მიკეთებს და ერთი სული მაქვს როდის დასრულდება.
მადლობა მობრძანებისთვის.
გიორგი წიკლაური – სიყვარული არ იქნება
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
გიორგი წიკლაური & შოთა მაისურაძე – ალუბლები. Live
გიორგი წიკლაური. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები