LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ლატარიაში 980 მილიონი დოლარი მოიგო

106
65465

ამერიკაში კაცმა Mega Millions-ის ლატარიის ჯეკპოტი – $980 მილიონი მოიგო. People-ის ინფორმაციით, გამარჯვებულმა 6 რიცხვის გამოცნობა შეძლო.

იღბლიანი რიცხვები იყო – 1, 8, 11, 12, 57 და Mega Ball – 7.

Mega Millions-ის ინფორმაციით, ეს „ჯორჯიის ლატარიის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგებაა“. მან გადააჭარბა წინა რეკორდს – $478.2 მილიონს, რომელიც ბედფორდში 2024 წლის ოქტომბერში ორ მოთამაშეს შორის განაწილდა.

მაშინ გამარჯვებულებმა ერთჯერადად ნაღდი ფულის აღება მოისურვეს და ამიტომ მხოლოდ $230.6 მილიონს დასჯერდნენ.

ბოლო გათამაშების გამარჯვებული, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ გამოცხადებულა, ერთიანი თანხის მიღების სურვილის შემთხვევაში დაახლოებით $452.2 მილიონს აიღებს.
ასევე შესაძლებელია სრული $980 მილიონის მიღებაც, მხოლოდ 30 წლის განმავლობაში გადანაწილებით.

საინტერესოა, რომ $980 მილიონი Mega Millions-ის ისტორიაში მეთვრამეტე უდიდესი ჯეკპოტია.

სამი ყველაზე დიდი მოგებაა:

  • ფლორიდა – $1.6 მილიარდი
  • სამხრეთ კაროლინა – $1.5 მილიარდი
  • მეინი- $1.3 მილიარდი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები