LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კაცმა ლატარიაში უკვე მეთვრამეტედ მოიგო – ამჯერად 50 ათასი დოლარი

105
ქირიას NEWS შაბლონი

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში მცხოვრებმა ლატარია კიდევ ერთხელ მოიგო, ამჯერად მისი ჯილდო 50 ათასი დოლარი გახდა. გამოცემა People-ის ინფორმაციით, ეს მის ცხოვრებაში უკვე მეთვრამეტე მოგებაა.

წლების განმავლობაში მამაკაცს სხვადასხვა ოდენობის პრიზი აქვს მიღებული – 1 000-დან 200 000 დოლარამდე. 1997 წელს კი ლატარიაში ავტომობილიც მოიგო.

გამარჯვებულის თქმით, ლატარიებში ყოველთვის მეუღლესთან ერთად მონაწილეობს და ეს მათი ერთობლივი ცხოვრების ერთგვარ ტრადიციად იქცა.

როდესაც ორგანიზატორებმა ჰკითხეს, რა იყო მისი იღბლის საიდუმლო, კაცმა უპასუხა: „ჩემი ნამდვილი იღბალი ისაა, რომ უკვე 40 წელია ერთი და იმავე საოცარ ქალთან ერთად ვცხოვრობ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები