მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ ტატიშვილმა 24 ნოემბერს დაბადების დღე იზეიმა – ვახტანგ ტატიშვილი 84 წლის გახდა.
მსახიობს საიუბილეო თარიღი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა სოციალურ ქსელში მიულოცეს. იუბილარმა, ტრადიციულად ტორტზე სანთლებიც ჩააქრო, რომლის ამსახველ ვიდეოსაც სოციალურ ქსელში ნინო ლეშკაშელი აქვეყნებს.
„გილოცავთ ყველასათვის საყვარელო ადამიანო“, „საქართველოს სიამაყე ვახტანგ ტატიშვილი“, „ბედნიერ წელთა სიმრავლეს გისურვებთ“, „უნიჭიერესი ადამიანი“ – აღნიშნავენ მოქალაქეები მისალოც ტექსტებში.
მომღერალი და მსახიობი ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქეა.
ვიდეო: „დაგიბერდნენ ჯუჯებიო“ – ვახტანგ ტატიშვილმა და ნუგზარ კვაშალმა ცნობილი სიმღერა შეასრულეს
