LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერამ პარიზში საკონცერტო ფილმი გადაიღო, რომელშიც საშობაო კლასიკებს ასრულებს

125
photo-collage.png

კრისტინა აგილერას პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – My Kind of Christmas გამოსვლიდან, 25 წელი გავიდა. დისკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არტისტმა გუკლშემატკივარს სპეციალური პროექტი დაუანონსა.

ცნობილი გახდა, რომ მომღერალი თეატრალურ საკონცერტო ფილმს – Christmas in Paris გამოუშვებს, რომელიც პარიზში გადაიღეს.

ფილმში შემსრულებელი ფირფიტის ორიგინალური სიმღერების ახლებურ ვერსიებსა და საშობაო კლასიკებს შემოგვთავაზებს. თრეილერში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა აგილერა საკუთარი ინტერპრეტაციით სტივი უანდერის 1966 წლის სადღესასწაულო ჩანაწერს – Someday at Christmas და 1959 წლის კომპოზიციას – My Favorite Things ასრულებს. ამ უკანასკნელის პერფორმანსი ექსტინამ ეიფელის კოშკთან გამართა.

ფილმის საპრეზენტაციო ჩვენებები აშშ-ში, 14 და 21 დეკემბერს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები